ჩვენს შესახებ

«ემ-პი-ჯი ჯგუფი» დაფუძნდა 2009 წელს საქართველოში.

ჩვენი მიზანია გლობალიზაციის თანამედროვე ეპოქაში წარმოჩენა იმ სამეცნიეროკულტურული და სპორტული სფეროებისა, რომელიც საინტერესო იქნებაროგორც ქართველი, ისე საერთაშორისო საზოგადოებისათვის,
მკითხველთა ფართო წრისათვის.
გთავაზობთ მსოფლიო თანამედროვე სტანდარტების შესაბამის პროდუქციასროგორც შინაარსით, ასევე ვიზუალურად.

ჩვენ ვიღწვით ნათელი მომავალისათვის!

პატივისცემით,
საგამომცემლო სახლი «ემ-პი-ჯი ჯგუფი»-ს დირექტორი- პაატა ხუნაშვილი

ჩვენი შესაძლებლობები

კომპიუტერული მომსახურება
პოლიგრაფიული მომსახურება

იხილეთ ვიდეოები

გაიგეთ რას ამბობენ ჩვენზე ცნობილი პიროვნებები და კომპანიები

კომპანია “ემ-პი-ჯი ჯგუფმა” და მისმა შვილობილმა კომპანიამ, გამომცემლობა “წიგნი+ერმა” ძალზე საინტერესო პროექტი შემომთავაზეს. მათი სურვილი იყო, შექმნილიყო წიგნების სერია წარმატებულ ქართველ სპორტსმენებზე. პირველ ეტაპზე ვიუარე, რადგან, სიმართლე გითხრათ, არ ვიცოდი, რა გამოხმაურება მოჰყვებოდა ქართველ საზოგადოებაში. საბედნიეროდ, გამომცემლობამ შექმნა ძალზე მაღალი დონის პროფესიონალთა გუნდი “წიგნი+ერის” მთავარი რედაქტორის− ბ-ნ გოგი სალიაშვილის ხელმძღვანელობით, რამაც გადამაწყვეტინა, ერთად დაგვეწერა ჩემი ავტობიოგრაფიული წიგნი. ვფიქრობ, როგორც პოლიგრაფიულად, ასევე შინაარსობრივად საინტერესო ნამუშევარი გამოგვივიდა. უამრავი აღფრთოვანებული გამოხმაურება მომდის. დიდი მადლობა კომპანია “ემ-პი-ჯი ჯგუფს” და მათ, მართლაც, პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდს.

მამუკა გორგოძესაქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი რაგბიში

კომპანია “ემ-პი-ჯი ჯგუფი” ახალი დაფუძნებული იყო, როდესაც დამიკავშირდა მისი ხელმძღვანელი და ჩემი მეგობარი პაატა ხუნაშვილი, რომელმაც მთხოვა დახმარება მრავალტომეულ “ჩვენი ღირსებანის” გამოცემაში. როდესაც გავეცანი ამ მართლაც ეროვნულ პროექტს, ბევრი არც მიფიქრია, ისე აღვუთქვი ფინანსური და მორალური მხარდაჭერა.
აგერ უკვე რვა წიგნია გამოსული ამ შესანიშნავი მრავალტომეულისა, სადაც სამეცნიერო-პოპულარული ენითაა გადმოცემული ის სულიერი, მატერიალური და ეროვნული აქტივები, რაც, ჩვენდა საბედნიეროდ და თავმოსაწონებლად, გაგვაჩნია ქართველ ერს. იგი ხომ უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის− ილია მეორის ქადაგების საფუძველზეა შექმნილი. დიდი მადლობა კომპანია “ემ-პი-ჯი ჯგუფს” ამ საშვილიშვილო საქმისთვის.

მანუჩარ მარკოიშვილისაქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი კალათბურთში

2009 წელს ჩვენს ბანკში დარეგისტრირდა კომპანია “ემ-პი-ჯი”. კომპანიის ხელმძღვანელი, პაატა ხუნაშვილი, ჩემი თანაკლასელი აღმოჩნდა და ეს ორგანიზაცია ჩემთვის უფრო მისაღები და საინტერესო გახდა. წლების განმავლობაში კომპანიამ საკმაოდ მზარდი ნაბიჯებით მოახერხა წინსვლა და დღეს ერთ ჰოლდინგში უკვე ოთხი დამოუკიდებელი, მომგებიანი და წარმატებული ორგანიზაციაა გაერთიანებული (“ზანდუკი”, “წიგნი+ერი”, “ემ-პი-ჯი”, “ემ-პი-ჯი ჯგუფი”). ვფიქრობ, ეს არ არის მათი შესაძლებლობების მაქსიმუმი და წინ კიდევ დიდი წარმატება ელის ამ მართლაც პროფესიონალთა გუნდს.

თინათინ ყიასაშვილი"სს პროკრედიტ ბანკის" ფილიალის მმართველი

კომპანია “ემ-პი-ჯი ჯგუფთან” უკვე წლების თანამშრომლობის სტაჟი დაგვიგროვდა. უპირველესი, რამაც ამ კომპანიასთან საქმიანი ურთიერთობა გადაგვაწყვეტინა, არის მისი ოპერატიულობა და შესრულების მაღალი ხარისხი. ჩვენი შეკვეთების სპეციფიკიდან გამომდინარე, ძალზე მნიშვნელოვანია დარგის პროფესიონალებთან მუშაობა, ვინაიდან ის სარეკლამო პროდუქიაც, რომელსაც ჩვენი კომპანია მოიხმარს, ძალიან მრავალფეროვანი და განსხვავებულია სხვა სტანდარტული სარეკლამო პროდუქტებისაგან. კომპნია “ემ-პი-ჯი ჯგუფმა” თავისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, პროფესიონალთა გუნდით და საშემსრულებლო ოსტატობით დაგვარწმუნა, რომ, მათთან ერთად საქმიანობისას, ამ სფეროში გადაუჭრელი პრობლემა არ არსებობს.

დავით ქალდანიკავკასიაში რეგიონული გაყიდვების მენეჯერი, კომპანია "კიმბერლი კლარკი"